ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-ს ამ ეტაპზე არ შეუძლია უკრაინაში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის დადასტურება

23:05, 12.04.2022

ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ეტაპზე არ შეუძლია იმ ფაქტის დადასტურება, რომ უკრაინაში რუსულმა მხარემ ქიმიური იარაღი გამოიყენა. აღნიშნულის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გააკეთა.

„ჩვენ პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს პარტნიორებთან, რათა დავადგინოთ, რა მოხდა. ეს ძალიან შემაშფოთებელია“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენეს. მოწამვლის სიმპტომები რამდენიმე ადამიანს აღენიშნება.

მსგავსი