ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ მზად არის, მეტი იარაღი მიაწოდოს უკრაინას, თუ ამის მოთხოვნა და საჭიროება იარსებებს
ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ მზად არის, მეტი იარაღი მიაწოდოს უკრაინას, თუ ამის მოთხოვნა და საჭიროება იარსებებს

აშშ მზად არის, მომავალში მეტი იარაღი მიაწოდოს უკრაინას, თუ ქვეყნისგან შესაბამის მოთხოვნას მიიღებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა PBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ ომის დაწყების პირველივე დღიდან აშშ მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინას ჰქონდეს ყველაფერი, რაც რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად სჭირდება.

„რაიმე ხარვეზი, იარაღის დეფიციტი თუ არის, გვეტყვიან და ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ შევავსოთ ეს დეფიციტი“, – განაცხადა ბლინკენმა.

გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას კიდევ სჭირდება ცოტა დრო კონტრშეტევის დასაწყებად. მისი თქმით, საბრძოლო ბრიგადები მზადყოფნაში არიან, მაგრამ არმიას ჯერ კიდევ ესაჭიროება ჯავშანტექნიკა.