ენტონი ბლინკენი - ყველა მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი კიევის ალყაში მოქცევას აპირებს
ენტონი ბლინკენი - ყველა მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი კიევის ალყაში მოქცევას აპირებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, „ყველა მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი კიევის ალყაში მოქცევას აპირებს“. ამის შესახებ სიენენი იუწყება.

„რუსეთის ქმედებები შეურაცხყოფაა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ადამიანური წესიერების მიმართ. თვეების განმავლობაში რუსეთი დიპლომატიაში იყო ჩართული და ამტკიცებდა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებდნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში კრემლი ამზადებდა ამ ცივსისხლიან შეტევას, რომლის მასშტაბები ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა“, – განაცხადა ბლინკენმა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საგანგებო შეხვედრაზე.

„ამ ორგანიზაციის წევრები და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ახლა აშკარად ხედავს რუსეთის სრულ უგულებელყოფას იმ ვალდებულებების მიმართ, რომელიც მან მსოფლიოს წინაშე აიღო, და ჩვენ არასდროს დავივიწყებთ“, – დაამატა ბლინკენმა.