ენტონი ბლინკენი - ვიზიარებთ ღრმა შეშფოთებას რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მზარდი სამხედრო თანამშრომლობის შესახებ
ენტონი ბლინკენი - ვიზიარებთ ღრმა შეშფოთებას რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მზარდი სამხედრო თანამშრომლობის შესახებ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, იზიარებს სამხრეთ კორეის შეშფოთებას რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მზარდი სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ენტონი ბლინკენმა და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პარკ ჩინმა აღნიშნეს, რომ შეერთებულმა შტატებმა, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ დაგმეს შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში მიწოდება.

„ჩვენ ვიზიარებთ ღრმა შეშფოთებას რუსეთთან ჩრდილოეთ კორეის მზარდი და საშიში სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. დღეს მე და მინისტრმა პარკმა ვისაუბრეთ შემდგომ ქმედებებზე, რომლებითაც ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ, პარტნიორებთან ერთად გააძლიერონ ზეწოლა მოსკოვზე, რათა არ გადასცეს სამხედრო ტექნოლოგიები ჩრდილოეთ კორეას, რაც არღვევს უშიშროების საბჭოს რამდენიმე რეზოლუციას“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

ამასთან, მედიის ცნობით, ბლინკენმა და პარკ ჩინმა განაცხადეს, რომ მათ განიხილეს ერთად თანამშრომლობის საკითხები, რათა განხორციელდეს ე.წ. გაფართოებული შეკავების სტრატეგია ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ და იაპონიასთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

ამასთან, როგორც მედია წერს, ორმხრივი მოლაპარაკებების დროს, სამოქალაქო ჯგუფის 30-მდე წევრმა საპროტესტო აქცია მოაწყო სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ ისრაელისა და ღაზის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მოთხოვნით.