ენტონი ბლინკენი - ვგმობთ „ჰამასის“ ტერორისტების შემზარავ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ, ისრაელის მთავრობასა და ხალხს სოლიდარობას ვუცხადებთ
ენტონი ბლინკენი - ვგმობთ „ჰამასის“ ტერორისტების შემზარავ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ, ისრაელის მთავრობასა და ხალხს სოლიდარობას ვუცხადებთ

ჩვენ ცალსახად ვგმობთ „ჰამასის“ ტერორისტების შემზარავ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელში წერს.

ენტონი ბლინკენი ისრაელის მთავრობას და ხალხს სამძიმარს უცხადებს.

„სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელის მთავრობას, ხალხს და ვუსამძიმრებთ ამ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა გამო“, – წერს ბლინკენი.

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. მედიის ცნობით, ტერორისტული ჯგუფის, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, ისრაელში, სულ მცირე, 100 ადამიანი დაიღუპა. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოებში ამ დროისთვის 908 დაშავებულია გადაყვანილი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.