ენტონი ბლინკენი - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და არა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები, მსოფლიოში შიმშილის ზღვარზე მყოფ ადამიანებს 40-50 მილიონით გაზრდის
ენტონი ბლინკენი - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და არა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები, მსოფლიოში შიმშილის ზღვარზე მყოფ ადამიანებს 40-50 მილიონით გაზრდის

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და არა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები, მსოფლიოში შიმშილის ზღვარზე მყოფ ადამიანებს 40-50 მილიონით გაზრდის, – „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბერლინში განაცხადა.

„რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის და ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური მიზეზების გამო კრემლის მხრიდან საკუთარი მარცვლეულის ექსპორტზე უარი თქმის გარდა, სხვა მიზეზი არ არსებობს“, – განაცხადა ბლინკენმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანალენა ბერბოკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

თავის მხრივ, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორები მუშაობენ ერთად რუსეთის ცინიკური და პოტენციურად დესტაბილიზაციის წარმომქმნელი „მარცვლეულის ომთან“ და შესაბამის პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად.