ენტონი ბლინკენი - უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს ჰუმანიტარული და ეკონომიკური საჭიროებებისთვის მხარდაჭერა აღვუთქვით იმ ფონზე, რომ პუტინის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე თვე იწყება
ენტონი ბლინკენი - უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს ჰუმანიტარული და ეკონომიკური საჭიროებებისთვის მხარდაჭერა აღვუთქვით იმ ფონზე, რომ პუტინის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე თვე იწყება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან პოლონეთში შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„დღეს მე და თავდაცვის მდივანი შევხვდით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასა და თავდაცვის მინისტრ ოლექსეი რეზნიკოვს. უკრაინის ჰუმანიტარული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მხარდაჭერა აღვუთქვით იმ ფონზე, რომ პრეზიდენტ პუტინის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე თვე იწყება“, – წერს ენტონი ბლინკენი „ტვიტერზე“.