ენტონი ბლინკენი უახლოეს მომავალში, შესაძლოა, მოლდოვას ეწვიოს
ენტონი ბლინკენი უახლოეს მომავალში, შესაძლოა, მოლდოვას ეწვიოს

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უახლოეს მომავალში, შესაძლოა, მოლდოვას ეწვიოს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბლინკენის მოლდოვაში ჩასვლის შემთხვევაში ეს ქვეყანაში მისი მეორე ვიზიტი იქნება 2022 წელის შემდეგ.

ოქტომბერში მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი გაიმართება, რომელზეც მოქალაქეები ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს გადაწყვეტენ.