ენტონი ბლინკენი უახლოეს მომავალში სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრის გამართვას გეგმავს
ენტონი ბლინკენი უახლოეს მომავალში სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრის გამართვას გეგმავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უახლოეს მომავალში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. ეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ბლინკენისა და ლავროვის პირველი საუბარი იქნება.

ბლინკენის თქმით, მას ორი საკითხის განხილვა სურს – პირველი, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი, მეორე, კი რუსეთში დაკავებული ამერიკელების გაცვლის საკითხი იქნება.

საუბარია ჯაშუშობაში ბრალდებულ პოლ უილანსა და კალათბურთელ ბრიტნი გრაინერზე, რომელსაც რუსეთში ჩასვლისას სამედიცინო მარიხუანა აღმოუჩინეს.

ამერიკულ პრესაში წერენ, რომ დაკავებულების გასათავისუფლებად ვაშინგტონი იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის გაცვლაზეა თანახმა, რომელიც ამჟამად 25-წლიან სასჯელს იხდის ტერორიზმის ხელშეწყობისთვის.