ენტონი ბლინკენი - თურქეთი ბევრ შემთხვევაში არ იქცევა მოკავშირესავით
ენტონი ბლინკენი - თურქეთი ბევრ შემთხვევაში არ იქცევა მოკავშირესავით

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილი ენტონი ბლინკენი – აცხადებს, რომ თურქეთი მოკავშირესავით არ იქცევა. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია იმსჯელებს საკითხზე, საჭიროა თუ არა თურქეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესება რუსეთისგან თავდაცვითი სისტემების შეძენის გამო.

„იდეა, რომ ჩვენი ე.წ. სტრატეგიული პარტნიორი იქნება ჩვენს უდიდეს სტრატეგიულ კონკურენტთან შესაბამისობაში, მიუღებელია… ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვნახოთ, თუ რა შედეგი აქვს არსებულ სანქციებს და შემდეგ განვსაზღვროთ, გვჭირდება თუ არა მეტი ნაბიჯის გადადგმა“, – განაცხადა ბლინკენმა სენატის კომიტეტის მოსმენაზე.

მისი თქმით, თურქეთი ბევრ შემთხვევაში არ იქცევა როგორც მოკავშირე.

„თურქეთი არის მოკავშირე, რომელიც ბევრ შემთხვევაში არ იქცევა როგორც მოკავშირე, უნდა მოიქცეს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩვენთვის“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა.