ენტონი ბლინკენი ტოკიოში ჩავიდა, სადაც „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება
ენტონი ბლინკენი ტოკიოში ჩავიდა, სადაც „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტოკიოში ჩავიდა, სადაც „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.

როგორც მედია წერს, შეხვედრის მთავარი საკითხები იქნება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონული უსაფრთხოების დღის წესრიგი, უკრაინის მხარდაჭერა და ისრაელ-„ჰამასის“ მიმდინარე ომი.

იაპონიაში გამგზავრებამდე ბლინკენი ისრაელს, იორდანიას, ერაყსა და თურქეთს ეწვია.