ენტონი ბლინკენი - თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციას აუცილებელი წინაპირობები აქვს, რათა ომის დასრულებისთვის უკრაინისთვის კარგ შეთანხმებას და გრძელვადიან მშვიდობას მიაღწიოს
თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციას, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, აუცილებელი წინაპირობები აქვს, რათა ომის დასასრულებლად უკრაინისთვის კარგ შეთანხმებას და გრძელვადიან მშვიდობას მიაღწიოს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„უკრაინა ისევ დგას, ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივნის თქმით, „რუსეთის ეკონომიკაზე ზემოქმედება შეინიშნება“.
„ჩვენ ვხედავთ გავლენას მის მომავალზე, მის წარუმატებლობაზე, ინვესტიციები ჩადოს მომავლის კრიტიკულ ინდუსტრიებში, რაც შეიძლება იყოს რუსეთისთვის ძალის შენარჩუნების წყარო “, – განაცხადა ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტვირთი, რომელიც ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ დააკისრა რუსეთს, სულ უფრო მძიმე ხდება.
„ვფიქრობ, ახალი ადმინისტრაცია ისეთ პოზიციაშია, რომ როცა და რა დროსაც უკრაინა მოინდომებს, შეუძლია, დაეხმაროს კარგი შეთანხმების მიღწევაში“, – განაცხადა ბლინკენმა.