ენტონი ბლინკენი - შეშფოთებული ვართ უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალების გადაადგილებით, მაგრამ არ ვიცით კრემლის განზრახვის თაობაზე
ენტონი ბლინკენი - შეშფოთებული ვართ უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალების გადაადგილებით, მაგრამ არ ვიცით კრემლის განზრახვის თაობაზე

აშშ-ის ხელისუფლება შეშფოთებულია უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალების გადაადგილებით, მაგრამ არ აქვს ინფორმაცია კრემლის შესაძლო განზრახვების თაობაზე, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ყატარელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ მნიშვნელოვნად შეშფოთებული ვართ იმ არარეგულარული გადაადგილებით, რომელსაც უკრაინის საზღვართან ვაკვირდებით. რუსეთის განზრახვაზე ვერ ვისაუბრებ – ეს ჩვენ არ ვიცით, თუმცა ვიცით, რომ წარსულში რუსული ჯარები პროვოკაციებს ახორციელებდნენ უკრაინის საზღვარზე და შემდეგ ისინი შეიჭრნენ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ბლინკენმა.

დატოვე კომენტარი