ენტონი ბლინკენი – შეშფოთებული ვართ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების გამო, მოვუწოდებთ ორივე მხარეს, უშუალოდ ჩაერთონ ყველა გადაუჭრელი საკითხის მოსაგვარებლად
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„შეშფოთებული ვართ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების შესახებ გავრცელებული ცნობით. მოვუწოდებთ ორივე მხარეს, უშუალოდ და კონსტრუქციულად ჩაერთონ ყველა გადაუჭრელი საკითხის, მათ შორის საზღვრის დემარკაციის საკითხის მოსაგვარებლად“, – წერს ენტონი ბლინკენი.
We are troubled by the reports of fighting between Armenia and Azerbaijan. We call on both sides to engage directly and constructively to resolve all outstanding issues, including border demarcation.
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) November 16, 2021