ენტონი ბლინკენი - რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომი შეიძლება, მალე არ დასრულდეს, ამიტომ, აუცილებელია ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის გაგრძელება
ენტონი ბლინკენი - რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომი შეიძლება, მალე არ დასრულდეს, ამიტომ, აუცილებელია ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის გაგრძელება

რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი შეიძლება, მალე არ დასრულდეს, ამიტომ, აუცილებელია პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის გაგრძელება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ევროპული კომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, ეს შეიძლება მალე არ დასრულდეს და ამიტომ, ამ ძალისხმევას, რომელსაც ჩვენ ერთად ვაკეთებთ, მხარი უნდა დავუჭიროთ. მათ უნდა დავეყრდნოთ“, – განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, არ შეიძლება მხოლოდ იმ ძალისხმევაზე შეჩერება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ქმედებების წინააღმდეგაა მიმართული.

„ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი, ვიდრე ის არ შეჩერდება, ვიდრე ომი არ დამთავრდება, ვიდრე რუსული ძალები არ გავლენ და უკრაინელი ხალხი არ აღადგენს თავის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნა ბლინკენმა.