ენტონი ბლინკენი - პუტინის ღრმად შემაშფოთებელმა გამოსვლამ ნათელი გახადა, რომ უკრაინას უყურებს არა, როგორც სუვერენულ ქვეყანას, არამედ, როგორც რუსეთზე დაქვემდებარებულს
ენტონი ბლინკენი - პუტინის ღრმად შემაშფოთებელმა გამოსვლამ ნათელი გახადა, რომ უკრაინას უყურებს არა, როგორც სუვერენულ ქვეყანას, არამედ, როგორც რუსეთზე დაქვემდებარებულს

რუსეთის გეგმა დასაწყისშივე უკრაინაში შეჭრა იყო, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

„ახლა, როცა ეს პირდაპირ პუტინისგან მოვისმინეთ, ეს ადასტურებს, რასაც ვამბობდით, რომ მას არ გაუგზავნია 150 000-ზე მეტი სამხედრო უწყინარი სამხედრო​ წვრთნებისთვის ან იმისთვის, რომ ეპასუხა უკრაინიდან მომავალი საფრთხისთვის ან რაიმე სხვა გამოგონილი მიზეზის გამო. პრეზიდენტ პუტინის გუშინდელმა ღრმად შემაშფოთებელმა გამოსვლამ და დღევანდელმა განცხადებებმა მთელი მსოფლიოსთვის ნათელი გახადა, როგორ უყურებს ის უკრაინას – არა, როგორც სუვერენულ ქვეყანას, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის უფლებით, არამედ, როგორც რუსეთის ქმნილებას და შესაბამისად, რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ბლინკენის თქმით, პუტინის რეალური მიზანი რუსეთის იმპერიის აღდგენაა, გავლენის სფეროების აღდგენა ან მეზობელი ქვეყნების ტოტალური ნეიტრალიტეტი.

ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის უსაფრთხოებისთვის ყველაზე მასშტაბური საფრთხეა“, – განაცხადა ბლინკენმა.