ენტონი ბლინკენი – პუტინი უკრაინაში კიევის ზღურბლზე იმყოფებოდა და ცდილობდა, რამდენიმე დღეში აეღო ქალაქი, ახლა მას მოუწია, დაეცვა მოსკოვი საკუთარი დაქირავებული ჯარისკაცისგან

18:07, 25.06.2023

პუტინი უკრაინაში კიევის ზღურბლზე იმყოფებოდა და ცდილობდა, რამდენიმე დღეში აეღო ქალაქი და წაეშალა ქვეყანა რუკიდან, ახლა მას მოუწია, დაეცვა მოსკოვი, რუსეთის დედაქალაქი, საკუთარი დაქირავებული ჯარისკაცისგან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, „ვაგნერის“ დაქირავებული ჯარისკაცების ხანმოკლე აჯანყება პუტინის ხელისუფლებაში „ნამდვილ ბზარებს“ ავლენს.

ენტონი ბლინკენის განცხადებით, დაჯგუფების და მისი ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყება იყო „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ხელისუფლებისთვის“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ რა მოხდება შემდეგ.

„ეს მოძრავი სურათია და ჩვენ ჯერ არ გვინახავს ბოლო მოქმედება რუსეთში“, – აღნიშნა ბლინკენმა.

მსგავსი