ენტონი ბლინკენი - ოდესაზე თავდასხმა სერიოზულად აყენებს ეჭვქვეშ თურქეთში ხელმოწერილი შეთანხმებების მიმართ რუსეთის ერთგულებას
ენტონი ბლინკენი - ოდესაზე თავდასხმა სერიოზულად აყენებს ეჭვქვეშ თურქეთში ხელმოწერილი შეთანხმებების მიმართ რუსეთის ერთგულებას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ოფიციალურ განცხადებაში დაგმო რუსეთის თავდასხმა ოდესაზე და განაცხადა, რომ მოსკოვმა დაარღვია სტამბოლში მიღწეული შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები.

„ეს თავდასხმა სერიოზულად აყენებს ეჭვქვეშ გუშინ ხელმოწერილი შეთანხმებების მიმართ რუსეთის ერთგულების საიმედოობას და ძირს უთხრის გაერო-ს, თურქეთისა და უკრაინის ძალისხმევას მსოფლიო ბაზარზე უკიდურესად მნიშვნელოვანი სურსათის მიწოდების ორგანიზების შესახებ.

რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა გლობალური სასურსათო კრიზისის გაუარესებაზე და დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავისი აგრესია და სრულად შეასრულოს შეთანხმება, რომელზეც დათანხმდა“, – ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.