ენტონი ბლინკენი - მტკიცედ ვუჭერთ მხარს იტალიის ინიციატივას, რომ მოვახდინოთ ფოკუსირება აფრიკაში ისლამური სახელმწიფოს ჯარის წინააღმდეგ ბრძოლაზე
ენტონი ბლინკენი - მტკიცედ ვუჭერთ მხარს იტალიის ინიციატივას, რომ მოვახდინოთ ფოკუსირება აფრიკაში ისლამური სახელმწიფოს ჯარის წინააღმდეგ ბრძოლაზე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს იტალიის ინიციატივას, რომ აფრიკაში ისლამური სახელმწიფოს გვარდიის წინააღმდეგ ბრძოლაზე ფოკუსირება მოხდეს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რომში გამართულ მინისტერიალზე გააკეთა.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს იტალიის ინიციატივას, რომ მოვახდინოთ ფოკუსირება აფრიკაში ისლამური სახელმწიფოს ჯარის წინააღმდეგ ბრძოლაზე“,- განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

ენტონი ბლინკენმა ერაყში განხორციელებულ ავიარიშებზეც ისაუბრა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ეს ტერორისტების მიმართ გაკეთებული კარგი გზავნილი იყო.

„ჩვენ გადავდგით აუცილებელი, შესაბამისი ნაბიჯი, რომლის მიზანიც იყო არა სიტუაციის ესკალაცია, არამედ მკაფიო გზავნილის გაკეთება“,- განაცხადა ბლინკენმა.

შეგახსნებთ, აშშ-ის სამხედრო ავიაციამ სირიასა და ერაყში ირანისგან მხარდაჭერილი დაჯგუფებები დაბომბა. აშშ-ის ძალებზე უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბვას, ამერიკელმა სამხედროებმა ოპერაციულ და იარაღის შესანახ ობიექტებზე დარტყმებით უპასუხეს.

დასავლური მედიის ინფორმაციით, ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც ჯო ბაიდენმა გაპრეზიდენტების შემდეგ ირანისგან მხარდაჭერილ ჯგუფებზე ავიაიერიშების ბრძანება გასცა.