ენტონი ბლინკენი - მსოფლიო ვერ დაუშვებს, რომ პუტინი პასუხისმგებლობას გაექცეს საერთაშორისო წესრიგის დარღვევის გამო
ენტონი ბლინკენი - მსოფლიო ვერ დაუშვებს, რომ პუტინი პასუხისმგებლობას გაექცეს საერთაშორისო წესრიგის დარღვევის გამო

მსოფლიო ვერ დაუშვებს, რომ პუტინი პასუხისმგებლობას გაექცეს საერთაშორისო წესრიგის დარღვევის გამო, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაერო-ს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„პრეზიდენტი პუტინი თავის არჩევანს აკეთებს. ახლა ჩვენ ჩვენი არჩევანი უნდა გავაკეთოთ. უთხარით ვლადიმერ პუტინს, შეწყვიტოს ის საშინელება, რომელიც წამოიწყო და შეწყვიტოს საკუთარი ინტერესების დანარჩენი მსოფლიოს ინტერესებზე მაღლა დაყენება, მათ შორის საკუთარი ხალხის ინტერესებზე მაღლა“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ამერიკის პირველმა დიპლომატმა მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს ბირთვული იარაღით მუქარა, რადგან ეს თავად რუსეთისთვისაა სახიფათო.