ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით ერაყში ჩავიდა
ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით ერაყში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით ერაყს ეწვია.

ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, სახელმწიფო მდივნის და ერაყის პრემიერ-მინისტრის, მუჰამედ შია ალ-სუდანის შეხვედრა ბაღდადში საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

როგორც ბლინკენმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ განუცხადა, მისი შეხვედრა ერაყის პრემიერ-მინისტრთან კარგი და პროდუქტიული იყო.

ბლინკენის თქმით, ერაყის პრემიერმა ნათლად აჩვენა, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფების მიერ აშშ-ის სამხედროების წინააღმდეგ თავდასხმები სრულიად მიუღებელია.

როგორც მედია წერს, ენტონი ბლინკენი ასევე ეწვია აშშ-ის საელჩოს, სადაც მას მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რა საფრთხე ემუქრება აშშ-ის ობიექტებს.