ენტონი ბლინკენი - მივესალმებით, რომ ყაზახეთი განაგრძობს რუსეთის 200 000-ზე მეტი მოქალაქის მასპინძლობას, რომლებიც გაიქცნენ თავიანთი ქვეყნიდან, მადლობა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარებისთვის
ენტონი ბლინკენი - მივესალმებით, რომ ყაზახეთი განაგრძობს რუსეთის 200 000-ზე მეტი მოქალაქის მასპინძლობას, რომლებიც გაიქცნენ თავიანთი ქვეყნიდან, მადლობა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარებისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის 200 000-ზე მეტი მოქალაქის მასპინძლობისა და უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნისთვის ყაზახეთს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ მივესალმებით, რომ ყაზახეთი განაგრძობს რუსეთის 200 000-ზე მეტი მოქალაქის მასპინძლობას, რომლებიც გაიქცნენ თავიანთი ქვეყნიდან პრეზიდენტ პუტინის მიერ ომის დაწყების შემდეგ. მინდა, მადლობა გადავუხადო ყაზახეთის მოსახლეობას უკრაინისთვის საკვების, ტანსაცმლის, მედიკამენტებისა და სხვა ჰუმანიტარული მარაგის გულუხვად მიწოდებისთვის, მათ შორის კიევსა და ბუჩაში უძლეველობის იურტების მოწყობისთვის, სადაც უკრაინელებს შეუძლიათ, იპოვონ სითბო და მოსვენება“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ვაშინგტონი მტკიცედ უჭერს მხარს ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის რეფორმების დღის წესრიგს.