ენტონი ბლინკენი - მძევლების გათავისუფლების შესახებ მიღწეული შეთანხმება არის დაუღალავი დიპლომატიისა და ძალისხმევის შედეგი
ენტონი ბლინკენი - მძევლების გათავისუფლების შესახებ მიღწეული შეთანხმება არის დაუღალავი დიპლომატიისა და ძალისხმევის შედეგი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლების შესახებ მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი პროგრესია.

„დღევანდელი შედეგი არის დაუღალავი დიპლომატიისა და ძალისხმევის შედეგი“, – თქვა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხადა ეგვიპტესა და კატარს დისკუსიებში მათი როლისთვის და ისრაელის მთავრობას – ჰუმანიტარული პაუზების მხარდაჭერისთვის.

„ჩემთვის პრიორიტეტია საზღვარგარეთ მყოფი ამერიკელების უსაფრთხოება და დაცვა. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა უზრუნველვყოთ ყველა მძევლის გათავისუფლება და მათი სწრაფი დაბრუნება ოჯახებთან“, – თქვა ბლინკენმა.

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მძევლების გათავისუფლების შესახებ „ჰამასთან“ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოთხი დღის განმავლობაში 50 მძევალი გათავისუფლდება 150 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ. მათივე ცნობით, ამ დროის განმავლობაში გამოცხადება პაუზებიც.