ენტონი ბლინკენი მარიუპოლში არსებულ ვითარებას „ნამდვილად შემზარავს“ უწოდებს და მოსახლეობას მოუწოდებს, შეძლებისდაგვარად დატოვონ ქალაქი
ენტონი ბლინკენი მარიუპოლში არსებულ ვითარებას „ნამდვილად შემზარავს“ უწოდებს და მოსახლეობას მოუწოდებს, შეძლებისდაგვარად დატოვონ ქალაქი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მარიუპოლში არსებულ ვითარებას „ნამდვილად შემზარავად“ აფასებს.

ენტონი ბლინკენი ქალაქში დარჩენილ მოსახლეობას მოუწოდებს, შეძლებისდაგვარად დატოვონ ქალაქი. მისი თქმით, ეს ძალიან რთული, თუმცა აუცილებელი გადაწყვეტილებაა.

ბლინკენის განცხადებით, მსოფლიომ ცოტა ხნის წინ, ბუჩაში იხილა გარდაცვალებისა და განადგურების მასშტაბი, როდესაც რუსულმა ძალებმა უკან დაიხიეს. სახელმწიფო მდივანი ვარაუდობს, რომ გაცილებით მძიმე ვითარება შესაძლოა, მარიუპოლში დახვდეთ.

ამასთან, სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ რუსულ მხარესთან მანამდე შეთანხმებული ჰუმანიტარული დერეფნები ხშირად ამოქმედებისთანავე ირღვეოდა და მოქალაქეები თავდასხმის ქვეშ ხვდებოდნენ.