ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა
ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ისრაელში ჩავიდა. ბლინკენი ისრაელის ლიდერებთან ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ზომებს განიხილავს.

როგორც ენტონი ბლინკენმა განმარტა, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების კუთხით პროგრესი მიღწეულია, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

„ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ძალისხმევასთან ერთად, ჩვენს ყურადღების ცენტრში ახლა ცეცხლის შეწყვეტა და მძევლების სახლში დაბრუნებაა. ეს გადაუდებელია. ისრაელელებმა მოლაპარაკებების მაგიდასთან ძლიერი წინადადება წარადგინეს; მათ აჩვენეს, რომ მზად არიან კომპრომისზე წავიდნენ და ახლა ეს „ჰამასზეა“ დამოკიდებული. დაგვიანების დრო აღარაა. ახლა მოქმედების დროა“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა ისრაელში გამგზავრებამდე.

სავარაუდოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს პირველ მაისს შეხვდება.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 7 ოქტომბერს დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ ეს ისრაელში ენტონი ბლინკენის მეშვიდე ვიზიტია.