ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა
ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. ის ქვეყნის ოფიციალურ პირებს შეხვდება.

„სიენენის“ ცნობით, ამერიკელი დიპლომატი, სავარაუდოდ, შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის ომის კაბინეტის მთავარ ოფიციალურ პირებს.

როგორც ბლინკენმა მანამდე, კატარში ვიზიტისას განაცხადა, ის ისრაელის ოფიციალურ პირებთან ერთად განიხილავს „ჰამასის“ პასუხს წინადადებაზე, რომელიც ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებასა და საბრძოლო მოქმედებების მუდმივ შეწყვეტას ითვალისწინებს.