ენტონი ბლინკენი - ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები, მაგრამ აშშ-ს არ სურს კონფლიქტის ესკალაცია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები, მაგრამ აშშ-ს, ასევე, არ სურს კონფლიქტის ესკალაცია. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბლინკენის თქმით, აშშ ღრმად დამწუხრებულია გოლანის მაღლობებზე დაღუპულების გამო.
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა ისიც, რომ ტერორიზმს გამართლება არ აქვს და რაკეტა „ჰეზბოლას“ ეკუთვნოდა.