ენტონი ბლინკენი - ისრაელს აქვს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება, დაიცვას თავი და დარწმუნდეს, რომ 7 ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდება, თუმცა მნიშვნელოვანია, როგორ გააკეთებს ამას
ენტონი ბლინკენი - ისრაელს აქვს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება, დაიცვას თავი და დარწმუნდეს, რომ 7 ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდება, თუმცა მნიშვნელოვანია, როგორ გააკეთებს ამას

ისრაელს აქვს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება, დაიცვას საკუთარი თავი და გააკეთოს ყველაფერი, რათა დარწმუნდეს, რომ 7 ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდება, თუმცა მნიშვნელოვანია, როგორ გააკეთებს ამას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრეზიდენტთან, ისააკ ჰერცოგთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„საქმე როდესაც ეხება მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას, რომლებიც „ჰამასის“ მიერ გამოწვეულ ორმხრივ სროლაში მოყვნენ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს მათ დასაცავად და მათთვის, ვისაც ეს ასე ძალიან სჭირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანები არ არიან პასუხისმგებელი იმაზე, რაც 7 ოქტომბერს მოხდა“, – აღნიშნა ბლინკენმა.

თავის მხრივ, ისრაელის პრეზიდენტმა ბლინკენს „მორალური სიცხადისთვის“ მადლობა გადაუხადა. ჰერცოგმა ბლინკენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ისრაელი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მოქმედებს.

„ჩვენ ექვსი მილიონი ტექსტური შეტყობინება და ოთხი მილიონი სატელეფონო ზარი განვახორციელეთ ღაზის მოქალაქეებთან საერთაშორისო სამართლის წესების შესაბამისად, სადაც წინასწარ გავაფრთხილეთ მოქალაქეები, მათ შორის, ჯაბალიას თავდასხმაზე“, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.

ბლინკენმა და ჰერცოგმა ასევე ისაუბრეს მძევლებზე და განაცხადეს, რომ მძევლების დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებენ.