ენტონი ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ენტონი ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.

ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს ისრაელის თავდაცვის უფლებას და ასევე აქტიურად ჩაერთვება ღაზას აღდგენის პროცესში.

მისი განცხადებით, ისრაელში ოთხი მიზეზის გამო იმყოფება – ისრაელის უსაფრთხოების მიმართ აშშ-ის ერთგულების დემონსტრირებისთვის, მუშაობის დასაწყებად უფრო მეტი სტაბილორობისთვის, სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარებით ღაზას სექტორის აღდგენასა და პალესტინის ხელისუფლებასთან ურთიერთობის აღდგენისთვის.

თავის მხრივ, ისრაელის პრემიერმა განაცხადა, რომ ისრაელმა და აშშ-მა ერთობლივად უნდა იმუშაონ ისრაელსა და არაბულ, მუსლიმურ სამყაროს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციაზე.

გარდა ამისა, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, სახელმწიფო მდივანათან ერთად „ჰამასის“ გადაიარაღების აღმოფხვრის გზების შესახებ ისაუბრეს და დასძინა, რომ ჰამასის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში, ისრაელის პასუხი ძალიან მძლავრი იქნება.

მოგვიანებით, სახელმწიფო მდივანი დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ რამალაში, პალესტინის ავტონომიის ლიდერთან, მაჰმუდ აბასთან გამართავს შეხვედრას. ახლო აღმოსავლეთში ტურნეს ფარგლებში, ენტონი ბლინკენი ასევე კაიროსა და ამანში ჩავა.