ენტონი ბლინკენი – იენს სტოლტენბერგთან საუბრისას დავგმეთ რუსეთის ცრუ ბრალდებები, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის ემზადება
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთში გაკეთებულ განცხადებას უკრაინის მიერ ე.წ ბინძური ბომბის გამოყენების შესახებ ტყუილს უწოდებს.
„დღეს ვესაუბრე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს. ვისაუბრეთ უკრაინისთვის სამომავლო დახმარების გაწევაზე და დავგმეთ რუსეთის ცრუ ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის ემზადება“, – წერს ენტონი ბლინკენი „ტვიტერზე“.
ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგი შოიგუმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ „პროვოკაციას“ გეგმავს და „ბინძური ბომბის“ გამოყენებას აპირებს. კიევში ამბობენ, რომ ე.წ. ბინძური ბომბის აფეთქებას შესაძლოა, რუსეთი გეგმავს და სურს, ეს უკრაინას დააბრალოს.
Spoke with @NATO Secretary General @jensstoltenberg today to discuss continued support for Ukraine and to reject Russia’s false allegations that Ukraine is preparing to use a dirty bomb on its own territory.
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) October 26, 2022