ენტონი ბლინკენი - გარკვეული პერიოდი ჩვენ მოვუწოდებდით ამერიკელებს, არ გამგზავრებულიყვნენ უკრაინაში, უკრაინელი ხალხის დახმარების ბევრი გზა არსებობს, მათ შორის მრავალი ორგანიზაციის საშუალებით, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებაზე მუშაობენ

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვამბობდით, მოვუწოდებდით ამერიკელებს, რომლებიც უკრაინაში იყვნენ, დაეტოვებინათ ეს ქვეყანა და ამერიკელებს, რომლებიც მოგზაურობაზე ფიქრობდნენ, არ გამგზავრებულიყვნენ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ენტონი ბლინკენის თქმით, უკრაინისა და უკრაინელი ხალხის დახმარების ბევრი გზა არსებობს მათთვის, ვისაც ეს სურს.

„მათთვის, ვისაც სურს, უკრაინასა და მის ხალხს დაეხმაროს, ამის განხორციელების ბევრი გზა არსებობს, მათ შორის მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერითა და დახმარებით, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარების გაწევაზე მუშაობენ.

უზრუნველყონ რესურსები ჯგუფებისთვის, რომლებიც უკრაინის დახმარებას ცდილობენ ამ ქვეყნის მხარდაჭერისა და კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, რომელიც შექმნა რუსეთმა – ეს არის ყველაზე ეფექტური გზა, რომლითაც მათ ამის გაკეთება შეუძლიათ“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.