ენტონი ბლინკენი - ვმუშაობთ, რომ დავასრულოთ ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს, ამას ვაკეთებთ უკრაინისადმი მხარდაჭერით
ენტონი ბლინკენი - ვმუშაობთ, რომ დავასრულოთ ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს, ამას ვაკეთებთ უკრაინისადმი მხარდაჭერით

დამოუკიდებელი უკრაინა ბევრად დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმერ პუტინი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ბლინკენის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს, უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული მსხვერპლი და ნგრევა რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

„რეალური შეკითხვაა, რა მსხვერპლს და ნგრევას იწვევს რუსეთის აგრესია, და სწორედ ამაზე ვმუშაობთ მაქსიმალურად, რათა შევაჩეროთ და დავასრულოთ ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს. ჩვენ ამას ვაკეთებთ უკრაინისადმი იმ მხარდაჭერით, რომელსაც ყოველდღიურად ვუწევთ ქვეყანას, რუსეთზე ყოველდღიური ზემოქმედებით“, – აცხადებს სახელმწიფო მდივანი.