ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი 20 მაისს რეიკიავიკში შეხვდებიან
ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი 20 მაისს რეიკიავიკში შეხვდებიან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 20 მაისს რეიკიავიკში შეხვდებიან. ამის შესახებ ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი.

მხარეები აშშ-ისა და რუსეთის ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთაშორისო მოვლენებს განიხილავენ.

მოლაპარაკებები არქტიკული საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში ჩაინიშნა.

ამერიკულმა მხარემ დაადასტურა, რომ შეხვედრა შედგება. ლავროვთან საუბრის დროს ბლინკენმა ხაზი გაუსვა ჯო ბაიდენის განცხადებას, რომ აშშ „ხისტად იმოქმედებს“, რათა რუსეთის ნაბიჯების საპასუხოდ აშშ-ის ინტერესების დაიცვას.

ამასთან ერთად, ვაშინგტონი კვლავ მოუწოდებს მოსკოვს, გაათავისუფლოს აშშ-ის მოქალაქეები პოლ უილანი და ტრევორ რიდი. უილანს ჯაშუშობის ბრალდებით 16 წელი აქვს მისჯილი, ხოლო რიდს ცხრა წელი პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე.