ენტონი ბლინკენი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ესაუბრა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ესაუბრა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა სამშვიდობო ხელშეკრულებისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერა.
„ბლინკენი ესაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და მოუწოდა მას, შეინარჩუნოს იმპულსი თავის სომეხ კოლეგასთან მოლაპარაკებებში და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან ცალკე საუბრისას ბლინკენმა დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა გრძელვადიანი და ღირსეული სამშვიდობო მოლაპარაკებების წინსვლისთვის.