ენტონი ბლინკენი ავღანეთიდან აშშ-ის ძალების გაყვანის საკითხზე კონგრესის წინაშე წარდგება
ენტონი ბლინკენი ავღანეთიდან აშშ-ის ძალების გაყვანის საკითხზე კონგრესის წინაშე წარდგება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მომავალ კვირაში კონგრესის წინაშე წარდგება. ენტონი ბლინკენი უპასუხებს ამერიკელი კანონმდებლების კითხვებს ავღანეთიდან აშშ-ის ძალების გაყვანასთან დაკავშირებით.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, კონგრესში სახელწმიფო მდივნის სულ მცირე ორი მოსმენა გაიმართება.

კერძოდ, ენტონი ბლინკენი 13 სექტემბერს წარდგება წარმომადგენელთა პალატის საგარეო უერთიერთობათა კომიტეტის წინაშე, 14 სექტემბერს კი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე. ორივე მოსმენა საჯარო იქნება.

როგორც მოსალოდნელია, უახლოეს კვირებში სახელმწიფო მდივნის მოსმენა ავღანეთიდან ძალების გაყვანის თემაზე კონგრესის სხვა კომიტეტებშიც გაიმართება.

დატოვე კომენტარი