ენტონი ბლინკენი – აშშ თუ ვერ დაინახავს ცვლილებებს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, ჩვენს პოლიტიკაში იქნება ცვლილებები

23:15, 04.04.2024
United States Secretary of State Antony Blinken addresses the media during a meeting of NATO foreign ministers at NATO headquarters in Brussels, Wednesday, April 3, 2024. NATO foreign ministers gathered in Brussels on Wednesday to debate plans to provide more predictable, longer-term support to Ukraine. (AP Photo/Geert Vanden Wijngaert)

შეერთებული შტატები თუ ვერ დაინახავს ცვლილებებს ისრაელის პოლიტიკაში ღაზაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, ცვლილებები იქნება ჩვენს საკუთარ პოლიტიკაში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„მიმდინარე კვირას მომხდარი საშინელი თავდასხმა „მსოფლიო ცენტრალურ სამზარეულოზე“ არ იყო პირველი ასეთი შემთხვევა. ეს უნდა იყოს ბოლო“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა უკრაინის დახმარების საკითხზეც და აღნიშნა, რომ აუცილებელია, კონგრესმა დაამტკიცოს დამატებითი ბიუჯეტის მოთხოვნა.

„მჯერა იმის, რაც დღეს მოვისმინე, რომ ყველა, მათ შორის შეერთებული შტატები, საჭიროების შემთხვევაში გააორმაგებს ძალისხმევას იმ რესურსების მოსაძიებლად, რაც უკრაინას კვლავ სჭირდება“,- განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

მსგავსი