ენტონი ბლინკენი - აშშ მზად არის, თავიდან აირიდოს ჩინეთთან არსებული წინააღმდეგობის პოტენციურ კონფლიქტში გადაზრდა, რადგან შესაძლო შედეგები კატასტროფული იქნება
ენტონი ბლინკენი - აშშ მზად არის, თავიდან აირიდოს ჩინეთთან არსებული წინააღმდეგობის პოტენციურ კონფლიქტში გადაზრდა, რადგან შესაძლო შედეგები კატასტროფული იქნება

შეერთებული შტატები მზად არის, ჩინეთთან არსებული წინააღმდეგობის პოტენციურ კონფლიქტში გადაზრდა აირიდოს თავიდან, რადგან მისი შესაძლო შედეგები კატასტროფული იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმ, ენტონი ბლინკენმა ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში განაცხადა.

„პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასულ თვეში ჩინეთის ლიდერთთან სი ძინპინთან საუბარში აღნიშნა, რომ ოფიციალურ ვაშინგტონს ღრმა პასუხისმგებლობის განცდა აქვს, რათა პეკინთან არსებული კონკურენცია პოტენციურ კონფლიქტში არ გადაიზარდოს. ჩვენ ამ პასუხისმგებლობას უდიდესი სერიოზულობით ვიღებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი კონფლიქტის შედეგები კატასტროფული იქნება“, – განაცხადა ბლინკენმა.

მისივე თქმით, აშშ მიზნად ისახავს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონთან არსებული კავშირების განმტკიცებას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი 2022 წლის ბოლომდე გეგმავს სხვა ქვეყნებს ვაქცინის 1,2 მილიარდი დოზა გადასცეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ინდონეზიის გარდა, ოთხდღიანი ტურის ფარგლებში, მალაიზიასა და და ტაილანდში ვიზიტებს გეგმავს.

დატოვე კომენტარი