ენტონი ბლინკენი - აშშ-მა უკრაინას 175 მილიონი დოლარის ოდენობის ახალი სამხედრო დახმარება გამოუყო
ენტონი ბლინკენი - აშშ-მა უკრაინას 175 მილიონი დოლარის ოდენობის ახალი სამხედრო დახმარება გამოუყო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი სამხედრო დახმარება გამოუყო უკრაინას, რომელიც 175 მილიონ დოლარს მოიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის  სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცლეებს.

დახმარების პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის საჭირო საბრძოლო მასალას და ა.შ.

„თუ კონგრესი არ მიიღებს ეროვნული უსაფრთხოებისთვის დამატებითი დაფინანსების მოთხოვნას, ეს იქნება უსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთი ბოლო პაკეტი, რომელიც ჩვენ შეგვეძლება, მივაწოდოთ უკრაინას“, – წერია ბლინკენის განცხადებაში.

სახელმწიფო მდივანი ასევე აცხადებს, რომ უკრაინის დახმარება, იმისთვის, რომ თავი დაიცვას რუსული აგრესიისგან, ხელს უწყობს აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასა და გლობალურ სტაბილურობას.

ბლინკენის თქმით, საჭიროა კონგრესის დროული მოქმედება.