ენტონი ბლინკენი - აშშ გმობს რუსეთიდან სამი დიპლომატის გამოძევების ფაქტს
ენტონი ბლინკენი - აშშ გმობს რუსეთიდან სამი დიპლომატის გამოძევების ფაქტს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთიდან ევროპელი დიპლომატების გაძევების ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, აშშ მოსკოვის ქმედებას გმობს.

ამის შესახებ ბლინკენმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

„აშშ გმობს იანვრის აქციებზე დაკვირვების გამო დღეს რუსეთიდან სამი დიპლომატის გამოძევების ფაქტს. ეს თვითნებური და გაუმართელებელი ქმედება რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებებისთვის თავის არიდებას წარმოადგენს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ გერმანიას, პოლონეთსა და შვედეთს“, – განაცხადა ბლინკენმა.

.რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამი ევროპელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.