ენტონი ბლინკენი - აშშ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში ბრუნდება
ენტონი ბლინკენი - აშშ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში ბრუნდება

ამერიკის შეერთებული შტატები გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში ბრუნდება. ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„ჩვენ თავმდაბლურად ვთხოვთ საბჭოს წევრებს , მხარი დაუჭირონ ჩვენს მისწრაფებას, რომ ისევ გავხდეთ ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრები“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ბლინკენის თქმით, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ნაწილობრივ იზიარებს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ საბჭოს მისამართით გამოთქმულ კრიტიკას. კონკრეტულად კი ისრაელთან მიმართებაში საბჭოს დამოკიდებულებასთან დაკავშირებით.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, 2018 წლის 20 ივნისს დატოვა. გაეროში ამერიკის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ საბჭო ისრაელისადმი მუდმივად მიკერძოებულ დამოკიდებულებასა და ადამიანის უფლებების დამრღვევთა დაცვაში დაადანაშაულა.