ენტონი ბლინკენი - აშშ ასრულებს რუსეთის ქმედებების მიმოხილვას, რომლებსაც მტრულად განიხილავს
ამერიკის შეერთებული შტატები ახლოს არის რუსეთის იმ ქმედებების მიმოხილვის დასასრულთან, რომლებსაც მტრულად განიხილავს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ვაშინგტონი სერიოზული ზომების მიღებას აპირებს.
„ჩვენ ყველგან ვხედავთ რუსული აგრესიის სხვადასხვა მაგალითს. ერთ-ერთი ასეთია აღმოსავლეთ უკრაინის ტრაგიკული მოვლენები. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნათლად განაცხადა, რომ ამ ქმედებებს შედეგები მოჰყვება. ჩვენ დავასრულებთ კომპანია „სოლარ ვინდისის“ საშუალებით კიბერშეტევის მიმოხილვას, ასევე არჩევნებში ჩარევაზე, ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობისას ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, ჯილდოებზე ავღანეთში ამერიკული ჯარისკაცების მკვლელობისთვის. ამას ექნება შედეგები და გადახდილი იქნება ფასი“, – აღნიშნა ბლინკენმა.
ამავე დროს, აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს აქვთ საერთო ინტერესის სფეროები, რომლებზეც მათ თანამშრომლობა შეუძლიათ.