ენტონი ბლინკენი - არის დამატებითი სისტემები, რომელთა მიწოდება შეგვიძლია უკრაინისთვის, ჩვენ ამას განვიხილავთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად
ენტონი ბლინკენი - არის დამატებითი სისტემები, რომელთა მიწოდება შეგვიძლია უკრაინისთვის, ჩვენ ამას განვიხილავთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად

ინდივიდუალურად, შეერთებული შტატები და მისი პარტნიორები, 30-ზე მეტი ქვეყანა აწვდის უკრაინას იარაღს და სისტემებს, რომლებიც გვჯერა, გამოყენებული იქნება ეფექტურად. არის დამატებითი სისტემები, რომელთა მიწოდება შეგვიძლია და ამას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, ბლინკენის თქმით, სახსრები, რასაც იღებს რუსეთი საკუთარი ენერგორესურსების გაყიდვისგან, ეხმარება მას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გასაძლიერებლად.

ბლინკენის განმარტებით, სჯერა, ევროპელები მტკიცედ არიან განწყობილი, როდესაც საუბარია რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების დასრულებაზე.

„ინდივიდუალურად, შეერთებული შტატები და მისი პარტნიორები, 30-ზე მეტი ქვეყანა აწვდის უკრაინას იარაღს და სისტემებს, რომლებიც გვჯერა, რომ გამოყენებული იქნება ეფექტურად და საჭიროა რუსეთის აგრესიის უკუგდებისთვის. ვაწვდით და მივაწოდებთ, რაც სჭირდება უკრაინას და რაც გვჯერა, რომ ეფექტური იქნება. ბორდთან ერთად განვიხილავთ, რისი მიწოდება შეგვიძლია. არის დამატებითი სისტემები, რომელთა მიწოდება შეგვიძლია და ამას ჩვენ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ.

მრავალი წლის განმავლობაში ვხედავთ ევროპის რუსულ გაზზე და ნავთობზე დამოკიდებულებას და ახლა ვისმენთ განცხადებებს, რომ ეს უნდა დასრულდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ენერგიას იყენებს იარაღად, როგორც პოლიტიკურ ბერკეტს და სახსრები, რასაც იღებს საკუთარი ენერგორესურსების გაყიდვისგან, ეხმარება მას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გასაძლიერებლად. მჯერა, რომ ევროპელები მტკიცედ არიან განწყობილი, როდესაც ვამბობთ, რომ ეს დამოკიდებულება უნდა დასრულდეს. ეს უნდა გაკეთდეს მეთოდურად. აუცილებელია ალტერნატიული გზები და აშშ დებს დიდ ძალისხმევას, რომ დაეხმაროს მათ. მათ შორის ამ ზამთარშიც ვიმუშავეთ, რათა დავრწმუნებულიყავით,რომ საკმარისი მარაგია, მაგალითად, გათხევადებული აირის, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მარაგების შევსება რუსეთის მხრიდან ენერგორესურსების შეწყვეტის შემთხვევაში. სხვადასხვა ქვეყანა დგამენ ნაბიჯებს, რომ  შეივსონ მარაგები სხვადასხვა სახის ენერგიით. როგორც ვთქვი, ეევროპელები გეგმავენ, გააკეთონ ამისთვის უფრო მეტი და წაიწიონ წინ. ასევე, აღვნიშნეთ, რომ ეს ნაბიჯები მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიის გამოყენების დასანერგად, არამარტო რუსეთისგან დამოკიდებულების შესაწყვეტად, მაგრამ ეს არის პროცესი და ამას სჭირდება დრო“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

გარდა ამისა, ენტონი ბლინკენის შეფასებით, მიზეზი იმისა, რომ უკრაინელებს შეუძლიათ, ასე ეფექტურები იყვნენ რუსული აგრესიის შეკავებაში, პირველ რიგში არის არაჩვეულებრივი გამბედაობა, ამავდროულად ის, რომ მათ ხელში უკვე ჰქონდათ საჭირო იარაღი.

„რაც შეეხება იარაღის მიწოდებას, ჩვენ ამას ვაკეთებდით მთელი ხნის განმავლობაში. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ უკრაინელებს შეუძლიათ, ასე ეფექტურები იყვნენ რუსული აგრესიის შეკავებაში, რა თქმა უნდა, არის პირველ რიგში არაჩვეულებრივი გამბედაობა, მაგრამ ეს ასევე იმიტომ ხდება, რომ მათ ხელში უკვე ჰქონდათ საჭირო იარაღი. აგრესიის შემდეგაც ჩვენ განუწყვეტლივ ვაწვდით ბევრ მოკავშირესთან და პარტნიორთან ერთად ყველაზე ეფექტურ სისტემებს, რომლებიც გვჯერა, რომ უმკლავდება ჯავშანმანქანებს, ტანკებს, თვითმფრინავებს, ვერტმფრენებს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.