ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ავღანეთში დარჩენა აშშ-ის ინტერესებში არ შედის
ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ავღანეთში დარჩენა აშშ-ის ინტერესებში არ შედის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, იქედან გამომდინარე, რომ დაჯგუფება „თალიბანი“ ქაბულში შევიდა, აშშ-ის ინტერესებში არ შედის ავღანეთში დარჩენა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მისი თქმით, ვაშინგტონმა მილიარდები დახარჯა ავღანეთის ძალების გადამზადებისთვის, რითაც მათ „თალიბანზე“ უპირატესობა უნდა მოეპოვებინათ, მაგრამ მათ ვერ შეძლეს დაჯგუფების წინსვლის შეჩერება.

ბლინკენის განცხადებით, ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის დაცვა ვერ შეძლეს და ეს მოსალოდნელზე სწრაფად მოხდა.