ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ ორიენტირებულია შეთანხმების მიღწევაზე ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით
ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ ორიენტირებულია შეთანხმების მიღწევაზე ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ორიენტირებულია შეთანხმების მიღწევაზე ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

ბლინკენმა აღნიშნული განცხადება „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელიც რიო დე ჟანეიროში გაიმართა.

„ჩვენ ინტენსიურად ვართ ორიენტირებული იმ შეთანხმების მიღწევის მცდელობაზე, რომლის შედეგადაც დარჩენილი მძევლები გათავისუფლდებიან და რაც გულისხმობს გაფართოებულ ჰუმანიტარულ ცეცხლის შეწყვეტას. ეს ის მიზნებია, რომლებსაც, ვფიქრობ, „დიდ ოცეულში“ პრაქტიკულად ყველა იზიარებს“, – აღნიშნა ბლინკენმა.

ამერიკელმა დიპლომატმა ასევე ისაუბრა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე დაწესებული ვეტოს შესახებაც, რომელიც ითხოვს ცეცხლის დაუყოვნებლივ ჰუმანიტარულ შეწყვეტას. შეერთებულმა შტატებმა ვეტო სამ რეზოლუციას დაადო. ბლინკენის თქმით, რეზოლუცია არაფერს ამბობდა მძევლების შესახებ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ყურადღება გაამახვილა უკრაინაში არსებულ კრიზისზე და აღნიშნა, რომ „დიდი ოცეულის“ თითქმის ყველა ქვეყანას სურს „რუსული აგრესიის დასრულება და მშვიდობის დამყარება“.