ენრიკო ვალვო - იმედი მაქვს, ყველა შეძლებს გაგებას, რომ დგას კომპრომისის საჭიროება და ამის შანსიც არსებობს
ენრიკო ვალვო - იმედი მაქვს, ყველა შეძლებს გაგებას, რომ დგას კომპრომისის საჭიროება და ამის შანსიც არსებობს

იმედი მაქვს, ყველა შეძლებს გაგებას, რომ დგას კომპრომისის საჭიროება და ამის შანსიც არსებობს, – ამის შესახებ საქართველოში იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილი წინადადებები ყველა მხარემ სერიოზულად უნდა აღიქვას.

„იმედი მაქვს, ყველა შეძლებს გაგებას, რომ დგას კომპრომისის საჭიროება და ამის შანსიც არსებობს. ეს გზავნილი მიმართულია ყველას მხარისკენ და იმედია, ამას ყველა გააცნობიერებს. ჩვენ გვაქვს კარგი საფუძველი იმ წინადადებების სახით, რომელიც კრისტიან დანიელსონმა წარმოადგინა. ვფიქრობ, ეს წინადადებები უნდა იყოს ასახული და ყველა მხარემ სერიოზულად უნდა აღიქვას“, – განაცხადა ელჩმა.