„ენკას“ ბაზასთან, სადაც „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იმყოფებიან, დაპირისპირება იყო

23:00, 13.04.2021

სოფელ გუმათში, „ენკას“ ბაზასთან, სადაც „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იმყოფებიან, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დაპირისპირება ტერიტორიაზე „ენკას“ ტექნიკის გამოჩენას მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან რამდენიმე ადამიანი გაიყვანეს.

მსგავსი