„ენკა რინიუებლზი“ - კერძო ინვესტიცია მიწის ფლობის ან გრძელვადიანი სარგებლობის უფლების გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა კომპანიისთვის ტერიტორია უპირობოდ არ არის გადაცემული
„ენკა რინიუებლზი“ - კერძო ინვესტიცია მიწის ფლობის ან გრძელვადიანი სარგებლობის უფლების გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა კომპანიისთვის ტერიტორია უპირობოდ არ არის გადაცემული

კერძო ინვესტიცია მიწის ფლობის ან გრძელვადიანი სარგებლობის უფლების გარეშე წარმოუდგენელია. საქართველოში არ მოიპოვება არც ერთი მაგალითი, როდესაც კერძო ინვესტორს ჰიდროელექტროსადგური მიწის ფლობის გარეშე აეშენებინოს, – ამის შესახებ აღნიშნულია კომპანია „ენკა რინიუებლზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ნამახვანჰესის“ ინვესტორი კომპანიისთვის ტერიტორია არ არის გადაცემული უპირობოდ.

კომპანია „ენკაში“ განმარტავენ, რომ თუ ჰიდროსადგური ვერ აშენდა სათანადო ვადებში და პირობებით ინვესტორის ბრალეულობით, იგი უტოვებს სახელმწიფოს მიწას და ზედ განთავსებულ დაუმთავრებელ მშენებლობას ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე.

„რატომ გადაეცა „ნამახვანჰესის“ ინვესტორს მიწა 99-წლიანი სარგებლობის უფლებით? კერძო ინვესტიცია მიწის ფლობის ან გრძელვადიანი სარგებლობის უფლების გარეშე წარმოუდგენელია. საქართველოში არ მოიპოვება არც ერთი მაგალითი, როდესაც კერძო ინვესტორს ჰიდროელექტროსადგური მიწის ფლობის გარეშე აეშენებინოს. აღსანიშნავია, რომ „ნამახვანჰესის“ ინვესტორი კომპანიისთვის ტერიტორია არ არის გადაცემული უპირობოდ – ეს არის მხოლოდ ამ ჰიდროსადგურისთვის აუცილებელი მდებარეობა. სადგური შედგება დიდი ნაგებობებისგან, მაგალითად, წყალსაცავი, რომლის სარკის ფართობი არის 5.1 კვ კმ. თუ ჰიდროსადგური ვერ აშენდა სათანადო ვადებში და პირობებით ინვესტორის ბრალეულობით, იგი უტოვებს სახელმწიფოს მიწას და ზედ განთავსებულ დაუმთავრებელ მშენებლობას ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე.

„ნამახვანჰესი“ წარმოადგენს ე.წ. კერძო საჯარო პარტნიორობის პროექტს, რომელშიც სახელმწიფო მონაწილეობს მიწის რესურსით, ხოლო ინვესტორი – ფულადი რესურსით. შედეგად, საქართველოში აშენებული ჰიდროელექტროსადგური ჩვენს მოსახლეობას და მომავალ თაობებს მოემსახურება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი