ენგურის ხიდთან ენმ-ის ზუგდიდის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ საქართველოს ოკუპაცია გააპროტესტა
ენგურის ხიდთან ენმ-ის ზუგდიდის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ საქართველოს ოკუპაცია გააპროტესტა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ენგურის ხიდთან აქცია გამართეს.

პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

ყოველი წლის 25 თებერვალს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.