ენგურჰესში წყლის დონე 439 მეტრამდე შემცირდა
ენგურჰესში წყლის დონე 439 მეტრამდე შემცირდა

ენგურჰესში წყლის დონე 439 მეტრამდე შემცირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შპს „ენგურჰესი“ ავრცელებს.

შპს ,,ენგურჰესის’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებით, დარჩენილი რესურსისა და მდინარის შემოდინების გათვალისწინებით, ენგურჰესი და ვარდნილჰესი აფხაზეთის რეგიონის მოხმარების სრულ დაფარვას ვერ ახერხებს.

„სწორედ ამიტომ, აფხაზურმა მხარემ ელექტროენერგიის შეზღუდვა დაიწყო და ოთხსაათიანი მარაოსებრი გრაფიკი დააწესა. აღსანიშნავია, რომ ენგურჰესის წყალსაცავში წყლის მინიმალური დონე 420 მეტრია. როდესაც წყალი ამ ნიშნულს მიუახლოვდება, ჰესის მუშაობა შეიზღუდება, რაც დღე-ღამეში, შემოდინების შესაბამისად, მხოლოდ რამდენიმესაათიან დატვირთვას გულისხმობს’’, – აღნიშნულია განცხადებაში.