“ენგურჰესისა” და “ვარდნილჰესების კასკადის” ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი გაიზარდა

12:34, 19.12.2017

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით,  „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების კასკადის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი გაიზარდა.

გადაწყვეტილება სემეკ-მა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

“ენგურჰესის” ტარიფი 1 კვტ.სთ ელექტროენერგიაზე 1.496 თეთრიდან 1.818 თეთრამდე გაიზარდა, “ვარდნილჰესების კასკადისთვის” კი 2.880 თეთრიდან 4.002 თეთრამდე.

რაც შეეხება თბოსადგურებს, სემეკ-ის გადაწყვეტილებით “გარდაბნის თბოსადგურის” წარმოების ზღვრული ტარიფი 1 კვტ.სთ ელექტროენერგიაზე 8.056 თეთრიდან 8.012 თეთრამდე შემცირდა, “ჯიფაუერის” – 10.537 თეთრიდან 9.431-მდე, “მტკვარი ენერჯის” – 11.358 თეთრიდან 11,512 მდე გაიზარდა , “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის” ტარიფი კი – 10.963 თეთრიდან 11.511-მდე გაიზარდა.

როგორც სემეკში განმარტავენ, თბოსადგურების ტარიფების დაანგარიშებისას გათვალისწინებულია დოლართან მიმართებით ლარის ის გაცვლითი კურსი, რაც ტარიფის დადგენის დღეს აქვს ეროვნულ ბანკს. 

სემეკ-ის მიერ დღეს დადგენილი ტარიფი 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში.

 

 

მსგავსი